როგორ ვიპოვოთ სასურველი სამუშაო

მაღალკონკურენტულ შრომის ბაზარზე დამკვიდრება დღეს საკმაოდ  რთული პროცესია. გთავაზობთ რამდენიმე  ზოგად  რეკომენდაციას, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებისთვის საჭირო და აუცილებელი   უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ:

  • სანამ შეუდგებით სამუშაოს ძებნას, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩამოყალიბდით, როგორი სამუშაო გინდათ და რისი შესრულება შეგიძლიათ.
  • გამოიყენეთ სამსახურის მოძებნის ყველა მეთოდი და შესაძლებლობა; გახსოვდეთ- სამუშაოს ძიების მხოლოდ ერთ საშუალებაზე დაყრდნობა საკმაოდ დაბალეფექტური და არაგონივრულია.
  • მოიპოვეთ და გააანალიზეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელშიც აპირებთ მუშაობის დაწყებას;
  • კარგად გაეცანით მომავალი სამუშაოს (ვაკანსიის) შინაარსს და მოთხოვნებს;
  • სწორად შეადგინეთ რეზიუმე (CV). გახსოვდეთ, CV ქმნის პირველ შთაბეჭდილებას თქვენ შესახებ; თუ რეზიუმე (CV) არასწორადაა შედგენილი, მეტია ალბათობა, რომ თქვენს კანდიდატურას შერჩევის პირველ ეტაპზეც არ განიხილავენ.
  • წინასწარ მოემზადეთ გასაუბრებისთვის. გასაუბრებისთვის მოუმზადებლობის შემთხვევაში დიდია რისკი, რომ დამსაქმებელი თქვენში ვერ დაინახავს იმ სპეციალისტს, რომელსაც ეძებს. გასაუბრების დროს შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რათა მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი მხარეები.
  • ახალ დამსაქმებელთან არასდროს გააკრიტიკოთ ყოფილი ხელმძღვანელები და კოლეგები: თუ თქვენ დაიწყებთ ყოფილი კოლეგების გაკრიტიკებას, ამით დატოვებთ არასანდო და კონფლიქტური პიროვნების შთაბეჭდილებას და წარუმატებლობა გარდაუვალი იქნება.
  • გადამეტებული თვითრეკლამა, გადამეტებული თვითშეფასება - წამგებიანი პოზიციაა, რადგან ორგანიზაციებს მოთხოვნა აქვთ წარმატებულ თანამშრომლებზე და არა ამპარტავნებზე.
  • უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სამუშაოს ძებნა. გახსოვდეთ, თუ თქვენ არ იაქტიურეთ, ვერასდროს  შეძლებთ თქვენთვის სასურველი სამუშაოს  პოვნას!

1.  www.adjara.gov.ge

2. www.hr.gov.ge

3. www.hr.ge

ეს არის ძირითადი ვებ-გვერდების მისამართები, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია როგორც  ვაკანსიების შესახებ, ასევე განათავსოთ თქვენი რეზიუმე.