სამოტივაციო წერილის შედგენა

სამოტივაციო წერილმა უნდა მიიპყროს დამსაქმებლის ყურადღება, რათა  მან გამოგარჩიოთ სხვა კანდიდატებს შორის და მიგიწვიოთ გასაუბრებაზე. რეზიუმე შეიცავს კანდიდატის შესახებ საერთო ინფორმაციას, სამოტივაციო წერილი კი ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის, მისი კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების მოკლე დასაბუთებაა. ხშირად დამსაქმებლებისთვის სამოტივაციო წერილი რეზიუმეზე  მნიშვნელოვანია.

სამოტივაციო  წერილიდან მომავალ დამსაქმებელ იგებს:

  • რატომ გსურთ მუშაობა ამ კომპანიაში და ამ თანამდებობაზე;
  • ამ კომპანიის მოთხოვნებისადმი თქვენი გამოცდილების შესაბამისობას;
  • თქვენს კვალიფიკაციას.

სამოტივაციო წერილით  დამსაქმებელს უნდა დაუსაბუთოთ, რამდენად შესაფერისი ხართ გამოცხადებული ვაკანსიისთვის, წერილი უშუალო კავშირში უნდა იყოს დამსაქმებლის საქმიანობასთან.

სამოტივაციო წერილი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  • საკონტაქტო ინფორმაცია (სამუშაოს მაძიებლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი);
  • წერილის დაწერის თარიღი;
  • კომპანიის დასახელება; დამსაქმებლის სახელი და გვარი;
  • მიმართვა – მისალმების ფრაზა;
  • წერილის ძირითადი ტექსტი;
  • დასკვნითი ნაწილი.

პირვლი აბზაცი სამი-ოთხი წინადადებისგან შედგება. ამ აბზაცში მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ:

  • რა მიზნით წერთ დამსაქმებელს.
  • რა თანამდებობაზე გსურთ მუშაობა
  • რატომ გაინტერესებთ ეს თანამდებობა და ორგანიზაცია

მეორე აბზაცში - უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენი კანდიდატურა მისაღები გამოცხადებულ თანამდებობაზე. ყურადღება გაამახვილეთ თანამდებობის შესაფერის თქვენს გამოცდილებასა და პიროვნულ თვისებებზე. ამიტომ  ყურადღებით უნდა გაეცნოთ ვაკანსიის აღწერას, რათა გაიგოთ თუ რა პირად თვისებებს ითხოვს დამსაქმებელი. მოიყვანეთ კარგი მაგალითები რეზუმედან. (ნუ გადმოწერთ სიტყვასიტყვით, რაც წერია რეზიუმეში, ამისათვის არსებობს სხვა ხერხები).

ბოლო აბზაცში - შეაჯამეთ ზემოთქმული. ჩვეულებრივ ეს აბზაცი ყველზე ვრცელია, ამიტომ შესაძლებელია მისი ორ ნაწილად გაყოფა.

წერილის ბოლოს უნდა დაწეროთ  - პატივისცემით- თქვენი სახელი, გვარი

                                                                          თქვენი ხელმოწერა