სამეცნიერო ჟურნალი

Innovative Economics and Management არის რეცენზირებადი, ღია წვდომის ჟურნალი ინოვაციური ეკონომიკის, მენეჯმენტისა და ბიზნესის თანამედროვე თემებზე. 

სამეცნიერო ჟურნალი 2016 წლის მაისში დაარსდა და მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტის სერიული ნომერი (ISSN:2449-2418; E-ISSN:2449-2604). ჟურნალის სარედაქციო კოლეგია ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროს გამოცდილი პრაქტიკოსებისგან შედგება, რომელთაც აქვთ ფართო პრაქტიკული და თეორიული კვალიფიკაცია და აღიარებულნი არიან კომპეტენტურ სპეციალისტებად: მეცნიერებათა დოქტორები, აკადემიური დოქტორები, სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო აკადემიის წევრები და პროფესორები.

ჟურნალის მიზანია ეკონომიკური მეცნიერებების განვითარების მხარდაჭერა და მეცნიერების, პედაგოგების, პროფესორების, მეცნიერთა, ეკონომისტებისა და მენეჯერების სამეცნიერო კვლევებისა და მიღწევების ფართო აუდიტორიისთვის წარმოდგენა და პოპულარიზაცია.

მთავარი ამოცანაა ორიგინალური, მაღალი ხარისხის კვლევების გამოქვეყნება და საერთაშორისო დონეზე მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის მოპოვება, საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო ჟურნალების მიმართ დაწესებული სტანდარტების შესაბამისად. 

სამეცნიერო ჟურნალი