სიახლეები უკან

საერთაშორისო კონფერენცია: მდგრადი, ცირკულარული მენეჯმენტი და გარემოს ინჟინერია ISCMEE 2023

1 აგვისტო 2023

2023 წლის 12 ივლისს, თურქეთში, ქ. იზმირი იაშარის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია: მდგრადი, ცირკულარული მენეჯმენტი და გარემოს ინჟინერია ISCMEE 2023.

კონფერენციის მუშაობაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, პროფესორებმა: ქეთევან გოლეთიანმა და ბადრი გეჩბაიამ, ასისტენტმა, ლევან გვარიშვილმა. მათ პლენარულ სხდომაზე წარადგინეს მოხსენება თემაზე: ცირკულარული ეკონომიკის ბიზნეს მოდელებზე გადასვლის პროცესში არსებული გამოწვევები და ბარიერები.