სიახლეები უკან

საერთაშორისო სამეცნიერო, რეცენზირებადი ჟურნალი „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ აცხადებს სტატიების მიღებას 2023 წლის მეორე ნომერში

7 აგვისტო 2023

საერთაშორისო სამეცნიერო, რეცენზირებადი ჟურნალი „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ აცხადებს სტატიების მიღებას 2023 წლის მეორე ნომერში. სტატიების გამოგზავნა შეგიძლიათ 2023 წლის 31 ივლისამდე, შემდეგ მისამართზე: editor@iem.ge. სტატია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. დეტალური ინფორმაცია სტატიის გაფორმების წესების შესახებ გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://iem.ge/ojs/index.php/journal/about/submissions ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

  • გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები;
  • რეგიონული ეკონომიკის პრობლემები;
  • ინოვაციური ეკონომიკა და მართვა;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაში;
  • ეკონომიკური უსაფრთხოება;
  • ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები;
  • დემოგრაფიული და შრომის ეკონომიკის პრობლემები;
  • ლოგისტიკა და მართვა;
  • მწვანე და ცირკულარული ეკონომიკა;
  • რესურსების მდგრადი მართვა;
  • განახლებადი ენერგიების როლი ეკონომიკურ განვითარებაში;
  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • გენდერული საკითხები და ეკონომიკური განვითარება;
  • რისკების მენეჯმენტი;
  • ინვესტიციების მენეჯმენტი;
  • საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკა;
  • საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და სხვა ინტერდისციპლინარული კვლევები თანამედროვე ეკონომიკურ საკითხებში.

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიღებულ თითოეულ სტატიას მიენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (DOI). ჟურნალს მინიჭებული აქვს ევროპის საცნობარო ინდექსი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისთვის ERIHPLUS ( European Reference Index). შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ: https://iem.ge/ojs/index.php/journal/Contacts