შიდა საგრანტო მიზნობრივი კვლევითი კონკურსი
შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საგრანტო მიზნობრივ კვლევით კონკურსს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის!
კონკურსის პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრულია:
☑️საზღვაო სატრანსპორტო სისტემის უსაფრთხოება
☑️საზღვაო ეკოლოგია და ლურჯი ეკონომიკა (ზღვისა და სანაპირო ზოლის გარემოს დაცვა, მავნე გამონაბოლქვის შემცირების (CO2) ხერხები და საშუალებები და სხვ.)
☑️სატრანსპორტო პროცესების ლოგისტიკური პრობლემები ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში
☑️ინოვაციური ტექნოლოგიების/ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტირება ბიზნესსა და ლოგისტიკაში.
განაცხადების მიღება 14 ივნისს დაიწყება
კონკურსის შესახებ დეტალები იხილეთ დოკუმენტში: განცხადება