სტუდენტთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
ღონისძიება უკვე 6 წელია ტარდება და თავს უყრის სტუდენტებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენცია მიზნად ისახავს საზღვაო მეცნიერებების, ლოგისტიკის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის თანამედროვე პროცესებისა და გამოწვევების განხილვას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობის წახალისებას.
კონფერენცია ჩატარდება ZOOM - ის პლატფორმის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში.
კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ-ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს. კონფერენციის ნაშრომთა კრებულში დაიბეჭდება ის სტატია, რომელიც მოწონებული იქნება კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს მიერ და დააკმაყოფილებს კონფერენციის მიერ ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.
კონფერენციის სამუშაო სექციებია:
- საზღვაო მეცნიერებები;
- ლოგისტიკა;
- ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ბიზნესის ადმინისტრირება.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
კონფერენციის ფორმატი: მოხსნების დრო - 10 წუთი, კითხვა-პასუხი - 5 წუთი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 20 აპრილის ჩათვლით - მონაწილეთა მიერ განაცხადის ფორმის შევსება და აბსტრაქტის წარმოდგენა.
- 1 მაისი - საბოლოო ნაშრომების წარმოდგენა;
- 18 მაისი - კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 20 აპრილის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/qGzdMR6yPS5kU2oE7
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
კვლევების ცენტრი
studconference2023@bntu.edu.ge