სიახლეები უკან

სტუდენტთა VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

23 ივნისი 2024

2024 წლის 23 ივნისს, ბნსუ-ს ორგანიზებით სტუდენტთა VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში ცამეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორმოცდაათამდე სტუდენტი მონაწილეობდა. 

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული სტუდენტები.

საქართველოს გარდა, კონფერენციაში ჩაერთნენ და მოხსენებები წარადგინეს პოლონეთის, ბულგარეთის და უკრაინის უნივერსიტეტების სტუდენტებმა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა საზღვაო მეცნიერებების, ლოგისტიკის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის თანამედროვე პროცესებისა და გამოწვევების განხილვას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობის წახალისებას.

კონფერენციის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მათი ნაშრომები გამოქვეყნდა კონფერენციის მასალათა კრებულში.

კონფერენციის მასალათა კრებული

კონფერენციის პროგრამა

აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი