სიახლეები უკან

თანამშრობლობის მემორანდუმი

28 ოქტომბერი 2024

2024 წლის 25 ოქტომბერს, ბნსუ-ს კვლევების ცენტრის ინიციატივით, ბნსუ-სა და ევროპული კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციას (ACCESS) შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია:

  • საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო შეხვედრებში მონაწილეობა, რომელიც ორგანიზებულია ერთ-ერთი მხარის მიერ
  • სამეცნიერო მასალების, გამოცდილებისა და სხვადასხვა ინფორმაციის გაცვლა
  • მაღალკვალიფიციური მეცნიერების მოზიდვა დისერტაციების სამეცნიერო ხელმძღვანელობისთვის, ორმაგი ხელმძღვანელობის და დოქტორანტთა კონსულტაციის უზრუნველყოფა
  • ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
  • თანამშრომლობა ევროკავშირისა და სხვა ინსტიტუტების პროგრამების ფარგლებში
  • ერთობლივი ინიციატივების განხორციელება საერთაშორისო პროექტებისა და გრანტების განაცხადების მოსამზადებლად