ინფორმაცია 03.06.2021
ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ-პანდემიურ პირობებში
გაცნობებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (Hochschule Fresenius University of Applied Sciences, კიოლნი, გერმანია) პარტნიორობით 2021 წლის 12 ნოემბერს მართავს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას ,,ციფრული მენეჯმენტი Covid19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში“.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: დოქტორანტურის სტუდენტები, პოსტ-დოქტორანტები, მკვლევარები და დარგის სპეციალისტები კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტებიდან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
სამუშაო ენა: ინგლისური
მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვებ გვერდს: https://eeu.edu.ge/portfolio/fresenius-eeu/