VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2024 წლის 24 ივნისს, ბნსუ-ში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ ISTSML 2024 გაიმართა.
კონფერენცია მდგრადი სატრანსპორტო სისტემის, საზღვაო ლოგისტიკის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მართვის თანამედროვე და აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა. კონფერენცია ბნსუ-ს რექტორმა, პარმენ ხვედელიძემ გახსნა.
ღონისძიებას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი და დირექტორის მოადგილე, ქრისტინა რზგოევა დაესწრნენ. ბატონმა ალექსი ახვლედიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
კონფერენციაში როგორც ადგილობრივი, ასევე, საზღვარგარეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.