ცენტრის შესახებ

ბნსუ-ში კვლევის მენეჯმენტს ახორციელებს კვლევების ცენტრი. კვლევების მხარდაჭერის მიზნით ცენტრი ეხმარება უნივერსიტეტის თანამშრომლებს დაფინანსების მოპოვებაში, ხელს უწყობს ბნსუ-ში ინოვაციურ ცოდნაზე, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.

ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

  • ბნსუ-ს სამეც­ნი­ე­რო, კვლევითი და საგანმანათლებლო საქმია­ნო­ბის ეფექ­ტიანად წარმართვის, საგანმა­ნა­თ­ლებლო პროცესში სა­მეც­­ნიერო და დარ­გო­ბ­რი­ვი კვლე­ვე­ბის შედეგების და თანა­მედ­როვე ცოდნის გა­მო­ყენების, ახალი ცოდნის შექმნის და გა­ვ­რ­ცელების ხელშეწყობა;
  • საერ­თაშორისო სივრცეში ბნსუ-ს ინტეგ­რი­რე­ბის და ბნსუ-ს საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწ­ყო­­ბა და ბნსუ-სთვის პრიორიტეტულ მიმართულებებში საქმიანობის განვითარება, ფუნდამენტური ან/და გამო­ყე­ნებითი კვლევევის და პრაქტიკული პროექტების განხორციელება;
  • მეცნიერთა და მკვლევართა ახალგაზრთა თაობის მომზადების ხელშეწყობა;
  • ბნსუ-ს პერსონალის და სტუდენ­ტე­ბის სამეცნიერო-კვლევითი პოტენ­ცი­ა­ლის გან­ვითარების ხელშეწყობა;
  • ცენტრის და მისი პარტნიორების შესაძლებლობების კონსოლიდაცია, ცენტრის და მისი პარტნიორების მიღწე­ვე­ბის კომერ­ცია­ლი­ზაციის ხელშეწყობა;

ცენტრის

  • საქმიანობის მიმართულებების შესაბამისად დაინტერესებული მხარეებისთვის საკონსულტაციო დახმარების გაწევა (სა­ჭი­როებისამებრ).

ცენტრის ხელმძღვანელი

ბადრი გეჩბაია, ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

მობ.: +995 (593) 72 21 15

ელ. ფოსტა: science@bntu.edu.ge