ჩვენ შესახებ

ბნსუ-ში არსებული საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი ახორციელებს საზღვაო სპეციალისტებისა და ბნსუს საზღვაო უმაღლესი და პროფესიული საფეხურების სტუდენტების მომზადებას, გადამზადებასა და სერტიფიცირებას „მეზღვაურთა  მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (STCW 78 დამატებებით), „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის მისია

ბნსუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი მი­მარ­­თუ­ლია უზრუნველყოს:

  • ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრი­რე­ბა­;
  • მომზადება/გა­დამ­ზადების და კვალი­ფი­კაციის ამაღლების სასწავლო-საწვრთნელი კურსების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობა;
  • საქართველოს და საერთაშო­რი­სო შრო­მის ბა­ზარზე კონკუ­რენ­ტ­უნა­რი­ა­ნი თა­ნა­მედ­როვე ცოდნისა და აქ­ტუა­ლუ­რი პრაქტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვების მქონე პრო­ფე­სიო­ნა­ლე­­ბის მომზა­დე­ბა;
  • საუკეთესო სწავლების პრაქტიკის დანერგვა და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა;
  • მომხმარებლის მოლოდინების დაკმაყოფილება; 
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • დისკრიმინაციისაგან თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გა­რე­მო­ში სწავლება;
  • მსოფლიო საზღვაო ფლოტის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში საზღვაო სპეციალისტების სწავლების პროცესს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური  ინსტრუქტორთა პერსონალი, რომელიც დაკომპლექტებულია შორეული ნაოსნობის კაპიტნებით, გემის უფროსი მექანიკოსებით, ელექტრო მექანიკოსებით.

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი სერტიფიცირებულია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO9001:2015 მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ცენტრს გააჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღიარება, 2017 წელს მოიპოვა ჰონდურასის საზღვაო ადმინისტრაციის აღიარება.