კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს და მოიცავს STCW კონვენციის A-V/2 ნაწილის მე-3 თავისა და კოდექსის A-V/2-1-ის ცხრილის კომპეტენციებს.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- ხელი შეუწყოს გემზე გადაუდებელი გეგმებისა და პროცედურების განხორციელებას მგზავრების შეკრებისა და ევაკუაციის საკითხებში, და
- დაეხმაროს მგზავრებს, რომლებიც მიემართებიან შეკრებისა და გემიდან დატოვების/ჩამოსვლის ადგილებისაკენ.
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან ცნობა სწავლების შესახებ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან (სტუდენტებისთვის)
- სამოქალაქო პასპორტი ან მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
- საბაზისო წვრთნის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი
კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე