კურსის აღწერა
კურსი მიზნად ისახავს ელექტრონული კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების, ელექტრონული რუქების სწავლებას, გაცნობიერებასა და მათი გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რათა შემდგომ მსმენელებმა შეძლონ უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფა იმ გემებზე, სადაც ნავიგაციის ძირითად საშუალებას წარმოდგენს ECDIS-ი.
კურსი შემუშავებულია STCW კონვენციის 2010 წ. მანილას ცვლილებების ცხრილი A-II/1, A-II/2 და A-II/3, აგრეთვე B-I (36 პარაგრაფიდან 66 ჩათვლით) და B-II ცხრილების მოთხოვნების შესაბამისად, რომლებშიც წარმოდგენილია ECDIS-ის სწავლებისა და შეფასების, აგრეთვე სანავიგაციო ვახტის შეფასებისა და კომპეტენციის შემოწმების სახელმძღვანელო.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ წარმოაჩინონ ელექტრონული რუქებისა და უსაფრთხო ნავიგაციისათვის ECDIS გამოყენების სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები, რათა შეასრულონ სავახტო ოფიცრის მოავალეობები, როგორც ეს განსაზღვრულია STCW კოდექსში დამატებებით:
- ECDIS-ის გამოყენების შესაძლებლობებისა და შეზღუდვებების ცოდნა
- ECDIS-ით მიღებული ინფორმაციის მართვის, ინტერპრეტაციისა და ანალიზის უნარ-ჩვევები
- ექსპლუატაციის პროცედურების, სისტემური ფაილებისა და მონაცემების მართვა
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი
- მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე
