კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს და მოიცავს STCW კონვენციის VI თავის და კოდექსის A-VI/1 თავის A-VI/1-3 ცხრილის კომპეტენციებს.
ელემენტარული პირველადი დახმარების სრული კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს დაუყოვნებლივი მოქმედებების ჩატარებას უბედური ან სხვა სამედიცინო შემთხვევებისას, სანამ გამოჩნდება პირი, რომელსაც გააჩნია ცოდნა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შესსახებ ან პიროვნება, რომელსაც ევალება სამედიცინო მომსახურება გემზე.
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან ცნობა სწავლების შესახებ შესაბამის სასწავლო დაწესებულებიდან (სტუდენტებისთვის)
- სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის მოწმობა
- მეზღვაურის წიგნაკი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
შემოკლებული კურსების შემთხვევაში დამატებით:
- თვითშეფასების შევსებული ფორმა
- საბაზისო წვრთნის კვალიფიკაციის სერტიფიკატი (გაცემული ბოლო 5 წლის განმავლობაში)
- ბოლო 3 წლის განმავლობაში 12 თვის ნაოსნობის დამტკიცებული სტაჟი.
კურსის ხანგრძლივობა: სრული კურსი - 2 დღე; შემოკლებული კურსი - 1 დღე.