გემის რიგითი ელექტრომექანიკოსის მომზადების პროგრამა

კურსის აღწერა

კურსის  მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნას საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის  სფეროსთვის (სატვირთო და სამგზავრო), რიგითი ელექტრომექანიკოსის მომზადება.

კურსი სრულიად მოიცავს და ფარავს STCW 1978 საერთაშორისო კონვენციის დამატებებით III/7 რეგულაციისა და A-III/7 ნაწილის მოთხოვნებს.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება:

  • ელექტრომოწყობილობების, ელექტრონული აპარატურის და მართვის სისტემების უსაფრთხო გამოყენება, ასევე მათი ტექნიკური მომსახურება და რემონტი დამხმარე დონეზე;
  • ხელი შეუწყოს/მონაწილეობა მიიღოს ელექტრული სისტემებისა და მექანიზმების ექსპლუატაციის მონიტორინგს;
  • უწესივრობების აღმოსაჩენად ასევე ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის დროს უნდა შეეძლოს

ელექტრული და ელექტრონული ხელის ინსტრუმენტების გამოყენება;

  • გემზე ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ხელშეწყობა;
  • გემზე ელექტრული სისტემებისა და მექანიზმების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ხელშეწყობა;
  • გემზე მარაგის მართვის ხელშეწყობა;
  • უსაფრთხოების ზომების გამოყენება და მონაწილეობა ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციაში;
  • შრომის ჰიგიენის წესების დაცვა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების გამოყენება.


კურსზე დაშვების წინაპირობა

კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:

  • საბაზო პროფესიული ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია ელექტროობაში ან/და საშუალო პროფესიული ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია ელექტროობაში ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული მეორე და მესამე საფეხურის ელექტრიკოსის კვალიფიკაცია ან/და საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით  მინიჭებული კვალიფიკაცია ელექტროინჟინერიაში;
  • სამოქალაქო პასპორტი ან მეზღვაურის წიგნაკი;
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ;
  • შეფასების სისტემა „Marlins“ ტესტის სულ მცირე 60 %-იანი დადებითი შედეგი

კურსის ხანგრძლივობა:  5 თვე