კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს და მოიცავს STCW კონვენციის VI თავის და კოდექსის A-VI/5 სექციის, A-VI/5 ცხრილის კომპეტენციებს.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ შეითავსონ გემის უშიშროების ოფიცრის მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც განსაზღვრულია ISPS კოდექსის სექცია A/12.2–ში და STCW კოდექსის თავი A-VI/5–ში, დამატებებით, რომელიც მოიცავს:
- გემის უსაფრთხოების სისტემატური შემოწმება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო უსაფრთხოების ზომები
- გემის უსაფრთხოების გეგმის მოქმედებაში შენარჩუნება და გადახედვა, მათ შორის გეგმაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებებისაც
- მგზავრების უსაფრთხოების საკითხების კოორდინირება, და/ან გემის სხვა პერსონალთან და შესაბამისი ნავსადგურის უსაფრთხოების ერთად ტვირთის და გემის საწყობების მართვა
- გემის უსაფრთხოების გეგმის მოდიფიკაციის შეთავაზება
- კომპანიის უსაფრთხოების ოფიცრის ინფორმირება ნებისმიერი შეუსაბამობების და ხარვეზების შესახებ
- შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი, პერიოდული შემოწმებების, უსაფრთხოების ინსპექტირების და შემოწმებისას ნებისმიერი მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება
- უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება და მეთვალყურეობის გაძლიერება
- ეკიპაჟზე შესაბამისი ტრენინგების ჩატარების მონიტორინგი
- ყველა საჭირო ინციდენტის შესახებ ანგარიშგება
- გემის უსაფრთხოების გეგმის განხორციელების კოორდინირება კომპანიის და ნავსადგურის უსაფრთხოების ოფიცრებთან ერთად
- უსაფრთხოების აღჭურვილობის სათანადო მუშაობის შემოწმების, ტესტირების, დაკალიბრირების აუცილებლობა
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი
- სამოქალაქო პასპორტი
- მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე