კურსის აღწერა
კურსი განკუთვნილია მექანიკოსებისათვის და ელექტრომექანიკოსებისათვის. სასწავლო კურსი მოიცავს მაღალი ძაბვის დანადგარების უსაფრთხო მართვისა და ექსპლუატაციის სწავლებას „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტაზე დგომის“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის დამატებებით A-III/1, A-III/2 და A-III/6 ცხრილის - ელექტრული, ელექტრონული და მართვის სისტემები - ცოდნა, გაცნობიერება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მოთხოვნების შესაბამისად.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ HV/LV სისტემები მათი საკანონმდებლო ბაზის ჩათვლით, საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია მაღალი ძაბვის სისტემებთან მუშაობისას, და შეძლებათ ასეთი სისტემების უსაფრთხო მართვა და ექსპლუატაცია. მსმენელი აგრეთვე შეძლებს მაღალი ძაბვის მოწყობილობების ექსპლუატაციას, იზოლაციას, გაუმართაობების დიაგნოსტიკას და დაზიანებების აღმოფხვრას.
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი
- მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
კურსის ხანგრძლივობა: 3-5 დღე