კურსის აღწერა
კურსი უზრუნველყოფს ოფიცრებისა და რიგითების სწავლებას. პროგრამა წარმოადგენს გაცნობით კურსს, მათი გემზე შესასრულებელ მოვალეობათა შესაბამისად და მოიცავს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების ზომებისა და სისტემების, დაბინძურების თავიდან აცილების, უსაფრთხოებისა და ვალდებულებების საკითხებს, როგორც ეს მოეთხოვება შესაბამისი წესებისა და კანონმდებლობის თანახმად.
კურსი შეესაბამება STCW 1978 საერთაშორისო კონვენციის დამატებებით STCW კოდექსის მუხლი A-V/1–1 მოთხოვნებს.
მსმენელები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ აღნიშნულ კურსს, მიიღებენ ცოდნას:
- ძირითადი ცოდნა ტანკერების შესახებ
- ნავთობისა და ქიმიკატების ფიზიკური და ქიმიური თვისებები
- ტანკერის უსაფრთხოება და უსაფრთხოების მენეჯმენტი
- რისკი (საშიშროებები)
- უსაფრთხოება
- სახანძრო უსაფრთხოება და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები
- სატვირთო ოპერაციები
- ავარიული სიტუაციები
- დაბინძურების თავიდან აცილება
- ნავთობისა და NLS ტიპის გემებზე ავარიული შემთხვევების შესწავლა
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან ცნობა სწავლების შესახებ შესაბამის სასწავლო დაწესებულებიდან (სტუდენტებისთვის);
- მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
- საბაზისო წვრთნის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი
კურსის ხანგრძლივობა: 8 დღე