ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეც. წვრთნა

კურსის აღწერა

პროგრამა ფარავს და მოიცავს „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“, ცვლილებებით საერთაშორისო კონვენციის (STCW) V/1-1 წესის, A-V/1-1 ნაწილის, A-V/1-1-2 ცხრილის მოთხოვნებს.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

მსმენელები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ აღნიშნულ კურსს, მიიღებენ  ცოდნას შემდეგში:

  • ნავთობმზიდი ტანკერის აგებულება, სისტემები და აღჭურვილობა
  • ტუმბოს თეორიის და თვისებების, მათ შორის ტვირთის ტუმბვის სახეობების და მათი უსაფრთხო ოპერაციების ცოდნა
  • ტანკერის უსაფრთხოების კულტურა და უსაფრთხოების მართვის სისიტემის განხორციელება
  • მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემები, მათ შორის საგანეგბო (ავარიული) გამორთვა
  • ტვირთის დატვირთვა, გადმოტვირთვა, ზედამხედველობა და მართვა
  • ნაყარი თხევად ტვირთების განლაგება, სტაბილურობისა და სტრუქტურული მთლიანობის შენარჩუნება
  • ნავთობ–ტვირთებთან დაკავშირებული ოპერაციების ცოდნა და გაგება
  • ტვირთებთან დაკავშირებული გეგმების, პროცედურების და ჩეკ–ლისტების შემუშავება და შევსება (გამოყენება)
  • კალიბრირების შესაძლებლობა, მონიტორინგისა და აირის აღმომჩენი სისტემების, ხელსაწყოების და დანადგარების გამოყენება
  • ტვირთზე პასუხისმგებელი პერსონალის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობა
  • ნავთობ და ქიმ–ტვირთების ფიზიკური და ქიმიური თვისებები
  • ნავთობმზიდ ტანკერებზე სატვირთო ოპერაციებთან ასოცირებული საშიშროებები და კონტროლი
  • უსაფრთხო მუშაობის მეთოდები, მათ შორის რისკის შეფასება და გემის პერსონალის უსაფრთხოება
  • ნავთობმზიდი ტანკერების საგანგებო პროცედურები
  • მოქმედებები შეჯახების, მეჩეჩზე დაჯდომის და გადაღვრის დროს
  • პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის პროცედურები
  • ატმოსფეროს და გარემოს დაჭუჭყიანების თავიდან აცილების პროცედურები
  • MARPOL–ის და IMO–ს სხვა რეგულაციების, მოთხოვნების ცოდნა

კურსებზე დაშვების წინაპირობა

აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი
  • პასპორტი
  • მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი
  • ქიმმზიდ ტანკერზე მუშაობის 3 თვიანი ნაოსნობის სტაჟი
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ

კურსის ხანგრძლივობა: 9 დღე