ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის გამოყენება

კურსის აღწერა

კურსი აკმაყოფილებს IMO A.446(XI) რეზოლუციის დანართი II-ში მოცემულ სწავლების მოთხოვნებს და აგრეთვე MARPOL 73/78 საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს.  

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • ნედლი ნავთობით რეცხვის პრინციპები, მოწყობილობა და აგებულება და მასთან დაკავშირებული პროცედურები;
  • უსაფრთხოება;
  • საკონტროლო შემოწმების ფურცლები;
  • ნორმატიული ბაზა;
  • დანადგარისა და მოწყობილობების მომსახურება.


კურსზე დაშვების წინაპირობა

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი
  • სამოქალაქო პასპორტი
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ

კურსის ხანგრძლივობა: 1 დღე