კურსი მონაწილეებს მიაწვდის შესაბამის ცოდნას, უნარებს, კვალიფიკაციას და საჭირო ინსტრუმენტებს (მეთოდოლოგიები, პროცედურები და სხვ.) რისკის შეფასებისა და ინციდენტების გამოძიების ეფექტურად განხორციელებისთვის, რაც კომპანიის უსაფრთხოების მართვის სისტემის უწყვეტ გაუმჯობესებას ემსახურება.
კერძოდ, კურსი ფოკუსირდება პრაქტიკულ მიდგომაზე, რომელიც მოიცავს რისკის ანალიზის, რისკის შეფასებისა და მართვის ფილოსოფიას და მეთოდებს, ასევე ინციდენტების გამოძიებისა და ძირეული მიზეზების ანალიზის ინსტრუმენტებს.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
- საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება;
- რისკის შეფასებების ჩატარება;
- რისკის მართვა და გადაწყვეტილების მიღება;
- ინციდენტების გამოძიება მარტივი ინციდენტებიდან სერიოზულ არასასურველ მოვლენებამდე, მათ შორის:
- მტკიცებულებების შეგროვება და მოვლენათა თანმიმდევრობის შედგენა;
- ძირეული მიზეზების ანალიზი;
- ქმედებათა გეგმის (გამოსასწორებელი/პრევენციული მოქმედებები) შემუშავება.
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩასარიცხად მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპეტენციის სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი;
- პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი;
- მეზღვაურის სამედიცინო ცნობა.
კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე.