კურსის აღწერა
პროგრამა ფარავს და მოიცავს კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტებს მეზღვაურებისათვის შემდეგი კომპეტენციის მიმართ: „სამანქანე განყოფილებაში უსაფრთხო ვახტის გაწევა“, კერძოდ, სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა, ცხრილი მე-2, ფუნქცია „საზღვაო ინჟინერია“ საექსპლუატაციო დონეზე STCW საერთაშორისო ქოდექსის ცხრილი A-III/1.
კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან, სიმულატორზე სავარჯიშოების ჩათვლით, STCW კოდექსის ცხრილი A-III/1 პარაგრაფი 8, თავი A-VIII/2 და თავი B-VIII/2 სახელმძღვანელოს შესაბამისად.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ უსაფრთხო სამანქანე ვახტის გაწევა ექსპლუატაციის დონეზე, კერძოდ, ეცოდინებათ სამანქანე განყოფილების რესურსების მართვის პრინციპები, რომელიც მოიცავს:
- რესურსების განლაგება, განაწილება და პრიორიტეტების მინიჭება
- ეფექტური კომუნიკაცია
- თვითდაჯერებულობა და ლიდერობა
- სიტუაციური ინფორმირების მიღწევა და შენარჩუნება
- გუნდის გამოცდილების გათვალისწინება
კურსზე დაშვების წინაპირობა
კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი
- მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი
- ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე