სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა

კურსის აღწერა

პროგრამა ფარავს და პასუხობს მეზღვაურთა კომპეტენციის სავალდებულო მინიმალურ სტანდარტს:  უსაფრთხო სანავიგაციო ვახტის გაწევა, კერძოდ, სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა - სვეტი მეორე, STCW კოდექსის A-II/I ცხრილის ფუნქცია „ნავიგაცია საექსპლუატაციო დონეზე“ შესაბამისად. კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან, სიმულატორზე სავარჯიშოების ჩათვლით, STCW კოდექსის ცხრილი A-II/1 და თავი A-VIII/2 შესაბამისი ნაწილების გათვალისწინებით.

მსმენელები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ აღნიშნულ კურსს, შეძლებენ ექსპლუატაციის დონეზე უსაფრთხო სანავიგაციო ვახტის გაწევას სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვის პრინციპების  ცოდნით, რომელიც  მოიცავს:

  • რესურსების განაწილება, დანიშვნა და პრიორიტეტის განსაზღვრა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • სიტუაციის შეფასება და ლიდერის როლი
  • სიტუაციის სური ცნობიერების მოპოვება და შენარჩუნება, და
  • გუნდური გამოცდილების გათვალისწინება

კურსზე დაშვების წინაპირობა

კურსზე ჩარისაცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების ასლების წარდგენა ორიგინალთან ერთად:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან ცნობა სწავლების შესახებ შესაბამის სასწავლო დაწესებულებიდან (სტუდენტებისთვის);
  • მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი
  • ცნობა მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
  • საბაზისო წვრთნის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი

კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე