უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდექსი

კურსის აღწერა

კურსი შეესაბამება გემზე უსაფრთხოების ოფიცრების მომზადებისა და სერტიფიცირების სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტს, რომელიც ეფუძნება STCW კოდის A-II/2 და A-III/3 ცხრილებს, IMO მოდელ კურს 3.11-ს და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის კოდექსს.

გემზე უსაფრთხოების ოფიცერი არის პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელია გემისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე. უსაფრთხოების ოფიცერი გემზე მოქმედებს როგორც უსაფრთხოების მრჩეველი და უზრუნველყოფს, რომ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები სრულად შესრულდეს. რისკების შეფასებისა და გამოძიების საფუძველზე, უსაფრთხოების ოფიცერი კაპიტანს უწევს რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მისი მოვალეობაა გამოავლინოს პოტენციური საფრთხეები და მოიძიოს მეთოდები ინციდენტების პრევენციისთვის გემზე.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება:

  • გაიგოს საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემის (ISM) მოთხოვნები;
  • გემზე უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (SMS) მოთხოვნების გამოყენება;
  • ორგანიზება გაუწიოს გემზე უსაფრთხო ოპერაციებს და დაბინძურების პრევენციას;
  • გამოიყენოს მეთოდები გემზე დამატებითი ტრენინგების ჩატარებისთვის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნით;
  • მოახდინოს ინციდენტებისა და შემთხვევების უსაფრთხოების გამოძიება.

კურსზე დაშვების წინაპირობა

კურსზე ჩასარიცხად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი;
  • პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი ან მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • მეზღვაურის სამედიცინო ცნობა.

კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე