საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სპეციალიზირებული ლაბორატორიებით, კაბინეტებით, საზღვაო სიმულატორებითა და ტრენაჟორებით. თანამედროვე სიმულატორებით ცენტრის დაპროექტება განახორციელა მსოფლიოში ცნობილმა, სიმულატორების მწარმოებელმა კომპანიამ „TRANSAS“ (Wartsila).
ცენტრში დამონტაჟებულია შემდეგი სიმულატორები:
- სანავიგაციო ხიდურის სიმულატორი - Navi Trainer Professional 5000 Full mission Simulator;
- სანავიგაციო ხიდურის სიმულატორი - Navi Trainer Professional 5000 version 5.35 (ECDIS MNS 34) Small Bridge
- რადიოლოკაციური სისტემის სიმულატორი - RADAR/ARPA Module Simulator
- სამანქანე განყოფილების სიმულატორი - Engine-Room Simulator TechSim 5000
- კავშირგაბმულობის გლობალური საზღვაო სისტემის სიმულატორი - GMDSS TGS 5000
- თხევადი ტვირთების სიმულატორი - Liquid Cargo Handling Simulator (LCHS 4000/5000)
აგრეთვე, ცენტრში მოქმედებს სანაპირო ხანძარსაწინააღო ტრენაჟორი (Shore-Based Fire Fighting Simulator), სამაშველო ნავის ტრენაჟორი (Lifeboat Simulator), რომელიც დამონტაჟებულია სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტა“-ზე და საცურაო აუზი, სადაც ხორციელდება პირადი გადარჩენის მეთოდებისა და სამაშველო საშუალებების მართვის წვრთვნების ჩატარება.