2022 ბნსუ-ში შეიქმნა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სკოლა, რომელიც მიზნად ისახავს, მოკლევადიანი, დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებასა და განხორცილებას საჯარო სექტორის, დამსაქმებელი ორგანიზაციების, საერთაშორისო პარტნიორებისა ან/და სხვა საგანმანთლებლო დაწესებულებების ჩართულობით.
ამჟამად, პროფესიული მომზადების და გადამზადების სკოლა ახორცილებს პროფესიული მომზადების პროგრამას ,,სამგზავრო გემის მიმტანი“, რომლის ხანგრძლივობაც 12 კვირაა. პროგრამა მოიცავს როგორც მიმტანის სპეციალობის, ისე დარგობრივი ინგლისურის სასწავლო მოდულებს და ასევე, გემის პერსონალის მომზადებისათვის საჭირო საზღვაო ტრენინგ-კურსებს.
პროგრამის პირველი ნაკადის სწავლება დაფინანსდა აჭარის არ დასაქმების სააგენტოს მიერ. კურსდამთავრებულთა დასაქმება უზრუნველყოფილია შუამავალ (საკრუინგო) კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.
პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სკოლაში მიმდინარეობს ახალი პროგრამების შემუშავება დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგებისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით.