საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის მისია

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნი­ვერ­სი­ტეტის საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი მი­მარ­­თუ­ლია უზრუნველყოს:

  • ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრი­რე­ბა­;
  • მომზადება/გა­დამ­ზადების და კვალი­ფი­კაციისამაღლებისსასწავლო-საწვრთნელი კურსების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობა;
  • საქართველოს და საერთაშო­რი­სო შრო­მის ბა­ზარზე კონკუ­რენ­ტ­უნა­რი­ა­ნი თა­ნა­მედ­როვე ცოდნისა და აქ­ტუა­ლუ­რი პრაქტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვების მქონე პრო­ფე­სიო­ნა­ლე­­ბის მომზა­დე­ბა;
  • საუკეთესო სწავლების პრაქტიკის დანერგვა და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა;
  • მომხმარებლის მოლოდინების დაკმაყოფილება; 
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • დისკრიმინაციისაგან თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გა­რე­მო­ში სწავლება;
  • მსოფლიო საზღვაო ფლოტის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ცენტრის შესახებ

ცენტრი ახორციელებს საზღვაო სპეციალისტებისა და ბნსუს საზღვაო უმაღლესი და პროფესიული საფეხურების სტუდენტების მომზადებას, გადამზადებასა და სერტიფიცირებას „მეზღვაურთა  მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (STCW 78 დამატებებით),  „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ ”საქართველოს კანონის და სხვა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სპეციალიზირებული ლაბორატორიებით, კაბინეტებით, საზღვაო სიმულატორებითა და ტრენაჟორებით. ცენტრის დაპროექტებ თანამედროვე სიმულატორებით განახორციელა  მსოფლიოში ცნობილმა სიმულატორების მწარმოებელმა კომპანიამ „TRANSAS“ (Wartsila).

ცენტრში დამონტაჟებულია შემდეგი სიმულატორები:

  • სანავიგაციო ხიდურის სიმულატორი - Navi Trainer Professional 5000 Full mission Simulator;
  • სანავიგაციო ხიდურის სიმულატორი - Navi Trainer Professional 5000 version 5.35 (ECDIS MNS 34) Small Bridge
  • რადიოლოკაციური სისტემის სიმულატორი- RADAR/ARPA Module Simulator
  • სამანქანე განყოფილების სიმულატორი - Engine-Room Simulator TechSim 5000
  • კავშირგაბმულობის გლობალური საზღვაო სისტემის სიმულატორი - GMDSS TGS 5000 
  • თხევადი ტვირთების სიმულატორი - Liquid Cargo Handling Simulator (LCHS 4000/5000)

აგრეთვე, ცენტრში მოქმედებს სანაპირო ხანძარსაწინააღო ტრენაჟორი (Shore-Based Fire Fighting Simulator),  სამაშველო ნავის ტრენაჟორი (Lifeboat Simulator), რომელიც დამონტაჟებულია სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტა“-ზე და საცურაო აუზი, სადაც ხორციელდება პირადი გადარჩენის მეთოდებისა და სამაშველო საშუალებების მართვის წვრთვნების ჩატარება. საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში საზღვაო სპეციალისტების სწავლების პროცესს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური  ინსტრუქტორთა პერსონალი, რომელიც დაკომპლექტებულია შორეული ნაოსნობის კაპიტნებით, გემის უფროსი მექანიკოსებით, ელექტრო მექანიკოსებით. საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი სერტიფიცირებულია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO9001:2015 მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ცენტრს გააჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოს აღიარება, 2017 წელს მოიპოვა პანამისა და ჰონდურასის საზღვაო ადმინისტრაციების აღიარება.

 

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის ინსტრუქტორი:

  • მარია პოლაკოვა;
  • არამ ბაზაიანი;
  • ლიანა მესხიძე;
  • ალექსანდრე კოპმენკო;
  • ბორის დუმბაძე;
  • ბორის კვიკვინია;
  • დიმიტრი ახობაძე;
  • ერემ პეტროსიანი;
  • ვაჟა სურმანიძე;
  • მამუკა ნაკაშიძე;
  • მურად ლეთოდიანი;
  • ნიკოლაი ლეშოკი;
  • ომარ ლომინაძე;
  • გივი ძნელაძე;
  • გიორგი კანდელაკი;
  • არჩილ ანდღულაძე.

 

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში მოქმედებს შემდეგი სასწავლო-საწვრთნელი კურსები:

  • სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა;
  • ელექტრონული კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება;
  • სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა;
  • რადიოლოკაციური ნაოსნობა,  რადიოლოკაციური გავლება, არლგს გამოყენება;
  • რადარი, არლგს, ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო­-სამაშველო ოპერაციები;
  • რადიო ოპერატორი;
  • ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა;
  • გემის მართვა და მანევრირება;
  • პირადი გადარჩენის მეთოდები;
  • ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა;
  • ელემენტარული პირველადი დახმარება;
  • პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა;
  • კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა;
  • ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი;
  • პირველადი სამედიცინო დახმარება;
  • სამედიცინო მომსახურება;
  • მაღალი ძაბვა;
  • ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაც. გაცნობითი წვრთნები;
  • ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეც. წვრთნა;
  • ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეც. წვრთნა;
  • ინერტული აირების სისტემის გამოყენება;
  • ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის გამოყენება;
  • საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები;
  • ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა;
  • გემის უშიშროების ოფიცერი;
  • უშიშროებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები;
  • უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები;
  • გემის პერსონალის მომზადება;
  • გემის უსაფრთხოების ოფიცერი;
  • რისკის შეფასება და უბედური შემთხვევების გამოძიება;
  • გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამა;
  • საზღვაო კულინარია;
  • გემებიდან ზღვის დაბინძურების თაიდან აცილების კურსი;
  • თევზსაჭერი გემის პერსონალის უსაფრთხოების საბაზისო წვრთნა;
  • უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდექსი.

 

საკონტქტო ინფორმაცია

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი:

ტელ: (+995) 593 49 55 39

ელ–ფოსტა: info@bntu.edu.ge