Erasmus + გაცვლითი პროგრამის მიმოხილვა

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში.

Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.

შვიდ წლიანი პროგრამის ბიუჯეტი € 14.7 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. ეს გულისხმობს 40%–იან ზრდას მიმდინარე და არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, რაც თავისთავად ასახავს ევროკავშირის სურვილს ამ სფეროში მეტი ფინანსების ინვესტირებისა.

Erasmus+ აერთიანებს ევროკავშირის შვიდ პროგრამას განათლებისტრეინინგისა და ახალგაზრდობის  მიმართულებებით, ასევე, ამ ჩამონათვალს პირველად დაემატება სპორტის  მხარდაჭერის პროექტები.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ერთვება ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+”-ის გაცვლით პროგრამებში. პროგრამის მიზანია სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ინდივიდუალურ მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში. 

Erasmus + პროგრამის სახელმძღვანელო 2022