საერთაშორისო კრედიტ მობილობა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოს და ევროპის (პროგრამის ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში. ანუ თუ თქვენ ხართ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი/აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი, თქვენ შეიგიძლიათ ისარგებლოთ ამ პროგრამით.

ძირითადი მახასიათებლებია:

  • მობილობის შესაძლებლობა ყველა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა);
  • მობილობა ყველა მიმართულებაზე;
  • სტუდენტებისათვის: 3 დან 12 თვემდე;
  • აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის: 5 დღიდან 2 თვემდე;
  • ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს 12 თვემდე სასწავლო მობილობით თითო სასწავლო საფეხურზე;

Erasmus+ პროგრამა მონაწილე ქვეყნებს ჰყოფს ორ ჯგუფად: პროგრამის ქვეყნები (28 ევროკავშირის წევრი ქვეყანა + თურქეთი, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მაკედონია და სერბეთი) და პარტნიორი ქვეყნები (დანარჩენი მსოფლიო მათ შორის საქართველო).

პროგრამის და პარტნიორი ქვეყნები

საერთაშორისო კრედიტ მობილობაზე ხშირად დასმული კითხვები