ჩამომსვლელი სტუდენტები

ძვირფასო სტუდენტებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში.

მოხარული ვართ, რომ გსურთ სწავლა საქართველოში დაკერძოდ ბნსუ-ში.

ჩვენი ღირებულებებია:

მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია; ერთიანობა, არჩევანის, გადაწყვეტილებისმიღების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; პროფესიონალიზმი, აკადემიური თავისუფლება,პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება; საზოგადოებაში ჩართულობა; სოციალურიპასუხისმგებლობა; ინოვაციებისადმი მზაობა.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური დაგეხმარებათ ბათუმის ნავიგაციის სასწავლოუნივერსიტეტის გაცლით პროგრამაზე დარეგისტრირების პროცეში.

ძირითადი მოთხოვნები

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ერაზმუს+ პროგრამაშ, სტუდენტი არ უნდა იყოს: ნებისმიერი საფეხურის პირველ და დამამთავრებელ კურსზე.

მიღება/აკადემიური ინფორმაცია

უცხოელმა სტუდენტმა უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნილი დოკუმენტები შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@bntu.edu.ge

ყველა დოკუმენტის მიღების შემდეგ ბნსუ შეაფასებს სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას და მიიღებსგადაწყვეტილებას მიღების თაობაზე.

გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტებს სჭირდებათ ვიზა, რათა მიიღონ საქართველოში ცხოვრებისნებართვა (VISA- ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილეთ ბმული: https://geoconsul.gov.ge/en ).

ასევე, სტუდენტს უნდა ჰქონდეს დაზღვევის პოლისი, რომელიც გაცემულია მათი ქვეყნის სადაზღვევო კომპანიების მიერ. დაზღვევამ უნდა აანაზღაუროს ყველა სამედიცინო მომსახურება და ვალიდური უნდა იყოს საქართველოსთვის. 

აკადემიური წელი
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური წელი მოიცავს ორ სემესტრს:შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრი.

კრედიტები

კრედიტი, რომელიც გამოიმუშავა სტუდენტმა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის დროს, ტრანსქრიპტის სახით იქნება გადაგზავნილი თავის მშობლიურ უნივერსიტეტებში სწავლის დასრულების შემდეგ.

სასწავლო ენა

უცხოელი სტუდენტებისთვის ბნსუ-ში სასწავლო კურსები ტარდება ინგლისურ ენაზე.

დატვირთვა

სტუდენტებს შეუძლიათ გამოიმუშავონ მაქსიმუმ 30 ECTS კრედიტი რეგულარული სემესტრის განმავლობაში.

როგორ დავრეგისტრირდე?

გაცვლითმა სტუდენტებმა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: erasmusplus@bntu.edu.ge 

  • ოფიციალური ნომინაციის წერილი საკუთარი უნივერსიტეტიდან;
  • შევსებული ბნსუ-ს განაცხადების ფორმა;
  • სასწავლო ხელშეკრულება (არჩეული კურსების ჩათვლით);
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, B2 დონე - IELTS (6.0) TOEFL (79);
  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • შევსებული EUROPASS CV-ის ფორმა;

შერჩევის პროცესი

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის შერჩევის კომიტეტი შეიკრიბება და გააკეთებს გრანტის მიმღებთა საბოლოო შერჩევას კანდიდატთა შეფასებით. შეფასების შედეგი გამოითვლება ინგლისური ენის ცოდნის გათვალისწინებით.

შენიშვნა: იმაპლიკანტებმა, რომლებმაც ადრე ისარგებლეს "Erasmus +" - ის გრანტი სწავლის საფეხურის იმავე საფეხურზე, არ მიენიჭებათ უპირატესობა.