კონკურსები უკან

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის

26 თებერვალი 2024

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში - "კლაიპედას უნივერსიტეტი" (ლიეტივა) 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • აკადემიურ პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ბათუმის ნავიგაციის სასწავლოუ ნივერსიტეტის შტატიანი თანამშრომელი;
  • უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან, რომელიც გაუწევს უშუალო მასპინძლობას მობილობის პერიოდში. აღნიშნული მოთხოვნა არშეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილის მოპოვებას;
  • იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამაში, იგივე შინაარსის (იგულისხმება აკადემიური პერსონალის მობილობა) ახალი განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ბოლოს განხორციელებული მობილობიდან გასული უნდა იყოს 6 თვე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან (ინგლისურენაზე);
  • მშობლიურ უნივერსიტეტში უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება;
  • წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა);
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან.
  • ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად.
  • მობილობის ხანგრძლივობა - 7 დღე.

მნიშვნელოვანია!
განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატია ვტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

აპლიკაციის ვადები:
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2024 წლის 5 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bntu.edu.ge