Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში - "ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი" (პოლონეთი) 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- აკადემიურ პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ბათუმის ნავიგაციის სასწავლოუ ნივერსიტეტის შტატიანი თანამშრომელი;
- უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან, რომელიც გაუწევს უშუალო მასპინძლობას მობილობის პერიოდში. აღნიშნული მოთხოვნა არშეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილის მოპოვებას;
- იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამაში, იგივე შინაარსის (იგულისხმება აკადემიური პერსონალის მობილობა) ახალი განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ბოლოს განხორციელებული მობილობიდან გასული უნდა იყოს 6 თვე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- EUROPASS CV;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა;
- ცნობა სამუშაო ადგილიდან (ინგლისურენაზე);
- მშობლიურ უნივერსიტეტში უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება;
- წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა);
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან.
- ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად.
- მობილობის ხანგრძლივობა - 7 დღე.
მნიშვნელოვანია!
განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატია ვტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
აპლიკაციის ვადები:
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2024 წლის 5 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bntu.edu.ge