ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი სტუდენტებისთის - შეცინის საზღვაო უნივერსიტეტი
სტუდენტთა საყურადღებოდ!
შეცინის საზღვაო უნივერსიტეტი (პოლონეთი), ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, აცხადებს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ERASMUS+ ICM-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული მობილობის დეტალები:
- აკადემიური საფეხური - ბაკალავრიატი;
- მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი;
- პროგრამის დასახელება: საზღვაო ნავიგაცია; გემის მექანიკა;
- სწავლების ენა - ინგლისური;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- EUROPASS CV;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში და არა აქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მოეთხოვება ჩააბაროს ბნსუ-ს ინგლისური ენის შიდა ინსტიტუციონალური გამოცდა;
- ნიშნების ფურცელი;
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი);
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2023 წლის 29 დეკემბრის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bntu.edu.ge
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- პირველი კურსის სტუდენტებს; მე-4 კურსის მე-2 სემესტრის სტუდენტებს;
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ERASMUS+ ICM გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
- არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
- წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად;
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
- შერჩეული კანდიდატების მიერ შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება 10 იანვრამდე, 2024;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- სტუდენტების საბოლო შერჩევა შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bntu.edu.ge