ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი სტუდენტებისთის - ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სტუდენტთა საყურადღებოდ!
ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი (პოლონეთი), ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, აცხადებს 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ERASMUS+ ICM-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიერ გამოცხადებული მობილობის დეტალები:
- აკადემიური საფეხური - ბაკალავრიატი;
- მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი;
- პროგრამის დასახელება: საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა;
- სწავლების ენა - ინგლისური;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- EUROPASS CV;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში და არა აქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მოეთხოვება ჩააბაროს ბნსუ-ს ინგლისური ენის შიდა ინსტიტუციონალური გამოცდა;
- ნიშნების ფურცელი;
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი);
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bntu.edu.ge
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- პირველი კურსის სტუდენტებს; მე-4 კურსის მე-2 სემესტრის სტუდენტებს;
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ERASMUS+ ICM გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
- წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად;
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
- შერჩეული კანდიდატების მიერ აკადემიის სააპლიკაციო ფორმის შევსება 13 დეკემბრამდე, 2024;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- სტუდენტების საბოლო შერჩევა ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bntu.edu.ge