კონკურსები უკან

IAMU სასტიპენდიო პროგრამა

3 მარტი 2024

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია (IAMU) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას სტუდენტებისთვის. სასტიპენდიო პროგრამის იზანია სტუდენტების მხარდაჭერა, რომლებსაც სურთ გახდნენ გლობარული საზღვაო პროფესიონალები (GMP).

2019 წლის ოქტომბერში გამართულ xx წლიურ გენერალურ ასამბლეაზე, დოქტორმა სასაკავამ, iamu-ს თავმჯდომარემ, დაანონსა Nippon Foundation-საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (NF-IAMU) სასტიპენდიო პროგრამა IAMU-ს წევრი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის, რომელიც ითვალისწინებს Global Maritime Professional (GMP) ინიციატივას და მხარსუჭერს GMP მიდგომის სასწავლო გეგმებში ასახვას.

კონკურსანტის შერჩევის კრიტერიუმები:

  • კონკურსანტი უნდა იყოს ბნსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  • კონკურსანტი უნდა იყვეს საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის სტუდენტი;
  • GPA შეფასება 2.5 -ზე მაღალი;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად ბნსუ-ში ჩატარებული შიდა ინსტიტუციური გამოცდის შედეგი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • რეკომენდაციის წერილი ფაკულტეტიდან;
  • აპლიკანტი არ უნდა სარგებლობდეს სხვა სასტიპენდიო პროგრამით;

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა ინტერესი უნდა გამოხატოს არაუგვიანეს 2024 წლის 15 მარტისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bntu.edu.ge