ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა
15 თებერვალი 2024
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანამანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტი - იოანე მერაბიშვილი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე ისწავლის.
სტუდენტის საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულიად დაფინანსებულია აღნიშნული პროგრამის მიერ.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.