ფორუმი - კვლევის შედეგები წარდგენა
2023 წლის 19 დეკემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა და პრაქტიკის, კარიერული ზრდისა და დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო კორინთელი დაესწრო ფორუმს.
ფორუმი, ERASMUS+ პროექტის “დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში (DUGEOR)” ფარგლებში გაიმართა.
ფორუმის განმავლობაში წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები „დუალურ უმაღლეს განათლებაში უცხოეთის გამოცდილებისა და ქართული შრომის ბაზრის საჭიროებების შესახებ“.
აღნიშნული კვლევები ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის (DUGEOR) ფარგლებში. პროექტის მონაწილეა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტიც.
ფორუმზე რექტორის მეორე მოადგილემ ისაუბრა დუალური უმაღლესი განათლების შესახებ ბნსუ-ს ხედვების შესახებ.
ფორუმს, ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენლები საგართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.