საინფორმაციო შეხვედრა
29 ივლისი 2024
29 ივლისს, ბნსუ-ს სტუდენტებისთვის კადეტების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ პროგრამას Bernard Schulte Shipmanagement (BSM) ბნსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს.
შეხვედრა ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი გაბედავამ ჩაატარა, რომელმაც სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამის შესახებ. ასევე, ისაუბრა პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.
ბნსუ BSM-თან 2021 წლიდან თანამშრომლობს.