სიახლეები უკან

სპეციალური ვირტუალური პროგრამა საზღვაო ადმინისტრატორებისთვის – 2023

2 დეკემბერი 2023

2023 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა დაესწრო ონლაინ ტრეინინგს „Special Virtual Program for Maritime Administrators – 2023“.

ტრეინინგის მიზანია საზღვაო დიგიტალიზაციისა და დეკარბონიზაციისთვის, საზღვაო ინდუსტრიის ძირითადი საკითხებისა და უახლესი პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის გზით ცოდნის გაღრმავება დარგის სპეციალისტებისთვის.

ტრეინინგი დაფინანსებული იყო შანხაის მუნიციპალური მთავრობის მიერ. ტრენინგ კურსის მხარდამჭერია საზღვაო ტექნოლოგიების თანამშრომლობის ცენტრი (MTCC-Asia), რომელიც შეიქმნა IMO-ს და საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაციის (IMLA) შანხაის ცენტრის ეგიდით.