სწავლის საფასურის დაფინანსება
31 ივლისი 2024
ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,გემის მექანიკა“ სტუდენტს - ლაშა დოლიძეს ორი სასწავლო წლის (2024-2025; 2025-2026) სწავლის საფასური დაუფინანსდება.
სტუდენტი უნივერსიტეტის მიერ ნომინირებული იყო საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციისა (IAMU) და Nippon Foundation-ის მიერ ფინანსური მხარდაჭერით ინიცირებულ საპილოტე პროექტში “The Global Maritime Professional – Body of Knowledge” (“GMP-BOK”).
სტუდენტმა წარმატებით გაიარა შესარჩევი პროცედურა და შედეგად, მას სწავლის საფასური შემდეგი ორი სასწავლო წლის განმავლობაში დაუფინანსდება.
საპილოტე პროექტი „GMP-BOK” საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტიების ასოციაციის (IAMU) მიერ Nippon Foundation-ის სრული მხარდაჭერით ხორციელდება.
ბნსუ, როგორც საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU) წევრი უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და მხარს უჭერს მის მიერ ინიცირებულ პროექტებს.