შპს 'საგიტარიუსი' - მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი

შპს ,,საგიტარიუსი“ - მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი არის ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ (ბნტუ) პარტნიორი დაწესებულება,  სადაც სასწავლო უნივერსიტეტის აბიტურიენტები, სტუდენტები, პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები გადიან სამედიცინო შემოწმებებს.

მსოფლიოს მეზღვაურები ვალდებულნი არიან გაიარონ პერიოდული სამედიცინო შემოწმებები, რათა დადგინდეს მათი ვარგისიანობა ზღვაში პროფესიული მუშაობისთვის.  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოთხოვნით,  მეზღვაურთა,  საზღვაო დარგში მომუშავე პირთა და სტუდენტთა ჯამრთელობა უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულ სტანდარტებს, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმებით ისაზღვრება სპეციალურ, აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებებში. 

სწორედ ამიტომ, საზღვაო სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებების აბიტურიენტები ვალდებულნი არიან გაიარონ სამედიცინო შემოწმება ზემოაღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში (აიღონ სამედიცინო დასკვნა ფ#100 სახით და მიაწოდონ სასწავლო დაწესებულებას), რათა შემდგომში არ მოხდეს მათი პროფესიული მოღვაწეობის შეფერხება.  კურსდამთავრებულები და მეზღვაურები  ვალდებულნი არიან გაიარონ პერიოდული, წინასაზღვაო სამედიცინო შემოწმება და მიაწოდონ სასწავლო დაწესებულებას, შემდგომში კი – დამსაქმებელს, სამედიცინო სერტიფიკატი პროფესიულ ვარგისიანობაზე.

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსში“ ტარდება აბიტურიენთა, სტუდენტთა და მეზღვაურთა სამედიცინო შემოწმებები, გაიცემა ცნობები და  სამედიცინო სერტიფიკატები პროფესიულ ვარგისიანობაზე.

სერტიფიცირება ცენტრში ტარდება ეროვნული, IMO, ILO და WHO საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ცენტრი 2010 წლიდან აღიარებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო სააგენტოს მიერ; არის ISO 9001:2015 და Regulation 1.2 of the MLC 2006 სერტიფიკატის მფლობელი; 2015 წელს  ნაციონალური ბიზნეს–რეიტინგების საერთაშორისო კავშირის მიერ მიენიჭა საპატიო წოდება „დარგის ლიდერი“.

ქართველ მეზღვაურთა ჯამრთელობა სამედიცინო ცენტრ საგიტარიუსის ერთერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. აქ  ყურადღებით ექცევიან თითეულ აბიტურიენტს, სტუდენტს და მეზღვაურს, მათ პრობლემებს და მოთხოვნებს. ცენტრის ექიმები მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პროფესიონალებია, რომლებიც უწევენ მეზღვაურებს კონსულტაციას, სამედიცინო დახმარებას და ასისტირებას ზღვაში და ხმელეთზე.