ბნსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციია:
- პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში www.vet.emis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად
- აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილვადაში
- რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს სამი სასურველი პროგრამა
- რეგისტრაციისას სარეგისტრაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია აპლიკანტი
- სარეგისტრაციო სისტემაში მცდარი მონაცემების ასახვა შესაძლოა გახდეს აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი
- შერჩევის პერიოდი და სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
- აპლიკანტთა შერჩევა გულისხმობს პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა შეფასებას
- შერჩევა ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი პროგრამის არსებობის შემთხვევაში ამ პროგრამის ენაზეც
- შეფასება ტარდება ბნსუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
- აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება ბნსუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტესტირების ან/და გასაუბრების საფუძველზე
- ბნსუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის მიერ შერჩევის ფორმა თითოეული მიღებისთვის, ან/და პროგრამისთვის განისაზღვრება ბნსუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შემდეგ, პროფესიულმა სტუდენტებმა მიმღებ კომისიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება ბნსუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელზე (ივსება ადგილზე);
- დოკუმენტი განათლების შესახებ-ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი;
- დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
- ჯანმრთელობის ცნობა ,,ფორმა 100" (მისამართი - ზ. გორგილაძის ქუჩა №91. მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ,,საგიტარიუსი");
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 3 ცალი ქსეროასლი;
- 4 ცალი ფოტოსურათი ¾ ფორმატის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
- საბუთი სამხედრო მიწერის შესახებ არსებობის შემთხვევაში.