რეგისტრაციის პროცედურა და წარსადგენი დოკუმენტები
- სარეგისტრაციო განცხადება (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე -პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
- 4 ფოტოსურათი 3x4 და ელ.ვერსია (CD/DVD დისკზე);
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) და დიპლომის დანართი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები). მაგისტრანტობის კანდიდატისგან (საქართველოს მოქალაქეები) დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო დიპლომის და დიპლომის დანართის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის, პროგრამის კომპონენტების, მიღებული კრედიტების და შეფასებების მითითებით;
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
- ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/სხვ.;
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სატრანსპორტო ლოგისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას (იხ. „სატრანსპორტო ლოგისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობა“), გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინფორმაცია“);
- მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში (შემდგომში - ბნსუ) შიდა გამოცდებზე გასვლის უფლება, მაგრამ ბნსუ-ს მიერ დადგენილ ვადებში არ მიმართა ბნსუ-ს, არ წარადგინა სავალდებულო დოკუმენტები და არ გაიარა რეგისტრაცია, კარგავს შიდა გამოცდებზე გასვლის, შესაბამისად, ბნსუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას;
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები (იხ. „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში შიდა გამოცდაზე ქცევის და შეფასების წესი“);
- შიდა გამოცდები ტარდება ლოგისტიკის საფუძვლებში (იხ. „ლოგისტიკის საფუძვლები - საგამოცდო საკითხების ნიმუშები“) და ინგლისურ ენაში. ინგლისურ ენაში გამოცდა არ უტარდება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც არანაკლებ B2 დონეზე ინგლისური ენის ცოდნის ფლობა უდასტურდება:
- საერთაშორისო სერტიფიკატ(ებ)ით (მაგ., ტოეფელი (TOEFL PBT), ტოეფელი (TOEFL IBT), ბრიტანეთის საბჭოს და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (IELTS), ბრიტანეთის საბჭოს და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (Cambridge Exam), კემბრიჯის უნივერსიტეტის (Cambridge ESOL Examination) და/ან სხვ.), შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საერთაშორისო/უცხოეთის/საქართველოში მოქმედი ორგანიზაციის/წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომლითაც დგინდება/ დასტურდება შესაბამის დონეზე ენის ფლობა - ამ შემთხვევაში უცხო ენის გამოცდაში ენიჭება მაქსიმალური ქულა;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომის დანართით ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანიზაციის/სხვ. მიერ გაცემული ცნობით/სხვ., რომელშიც მითითებულია ფლობის დონე და შეფასება - ამ შემთხვევაში უცხო ენის გამოცდაში ენიჭება დანართში/ცნობაში/სხვ. მითითებული შეფასების პროპორციული ქულა.
- ბნსუ-ში გამოცდისთვის დადგენილი დროის ლიმიტი შეადგენს 03 (სამ) საათს;
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბნსუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩავროს გამოცდის შედეგი (მიღებული შეფასება);
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპისა და ბნსუ-ს შიდა გამოცდ(ებ)ის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბნსუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მა-გისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში - პირი, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში აქვს მიღებული მეტი ქულა);
- ბნსუ-ში სტუდენტის (მაგისტრანტის) ვალდებულებებისა და უფლებების, სტატუსის მოპოვების, შეჩერების, აღდგენის, შეწყვეტის, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის და სხვ. საკითხები რეგულირდება შინაგანაწესით, რომლის გაცნობა და მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა.
საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 579 08 07 08
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ.