მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესების გათვალისწინებით და საზღვაო დარგში მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია საზღვაო სფეროს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ დაწესებული ნორმების, ეროვნული კანონმდებლობის და საგანმანათლებლო სტანდარტის გათვალისწინებით საზღვაო დარგის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების, მათ შორის გემის ინჟინერ-მექანიკოსების მომზადებას.
პროგრამის მიზანი
გემის მექანიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მომზადდეს საერთაშორისო/ადგილობრივ საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი და STCW კონვენციის რეგლამენტებით დადგენილი კომპეტენციებით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი, პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი (ინჟინერ-გემთმექანიკოსი) რომელსაც ექნება:
- პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი STCW კონვენციის რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისი თეორიული ცოდნა და გემის ინჟინერ-მექანიკოსის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების პრაქტიკული უნარები; შესასრულებელი ვალდებულებების სპეციფიკის გაცნობიერების და დადგენილი სტანდარტების/წესების შესაბამისად მოქმედების უნარები;
- დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით სიტუაციის/ინფორმაციის/მონაცემების შეფასება-ანალიზი და შესაძლო რისკების იდენტიფიცირებისა, პრობლემების გადაჭრის სწორი გზის არჩევის და დასაბუთების, გუნდში მუშაობის, სწორი კომუნიკაციის და ქცევის მოდელის შერჩევის, სამუშაოს შესრულებისთვის შესაბამისი ტექნიკური/ტექნოლოგიური რესურსების, მათ შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების შერჩევისა და გამოყენების უნარები;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების მოტივაცია და თვითგანვითარების უნარი;
- საზღვაო სფეროს და მულტიკულტურული გუნდის ეთიკური თავისებურებების გაცნობიერების და დაცვის უნარი;
- უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე (მაგისტრატურაში) სწავლის გაგრძელების, საზოგადოებრივ თუ პროფესიულ საქმიანობაში თავისი შესაძლებლობების რეალიზების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
პროგრამის სწავლის შედეგები
კურსდამთავრებული:
-
აღწერს საზღვაო-საინჟინრო საქმიანობის შესასრულებლად საჭირო პროცედურებს, წესებს, კონვენციებს, საკანონმდებლო აქტებს, ტექნოლოგიური პროცესების ეფექტიანობის და ხარისხის შეფასების მეთოდებს;
-
ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სტანდარტული სასაუბრო ფრაზების გამოყენებით, ეკიპაჟის წევრებთან, ნავსადგურებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, უსაფრთხო და ეფექტური ოპერაციების უზრუნველსაყოფად.
-
ხსნის გემის მთავარი და დამხმარე ენერგეტიკული დანადგარების, ელექტრომოწყობილობების, ელექტრონული აპარატურის, ავტომატური მართვის სისტემებისა და დამცავი მოწყობილობების, დამხმარე მექანიზმებისა და სისტემების, სამაშველო და უსაფრთხოების საშუალებების და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპებს და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებს;
-
აფასებს სარემონტო სამუშაოების ობიექტს და ადგენს უწესივრობის მიზეზებს, სარემონტო დოკუმენტაციას, ტექნიკური მომსახურების ორგანიზების მეთოდებს, გემების სხვადასხვა კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობისა და მდგრადობის შეფასების კრიტერიუმებს, სხვადასხვა თვისებების მქონე ლითონების, გამაგრილებელი წყლისა და საწვავ-საპოხი მასალების მომზადების და დამუშავების მეთოდებს.
-
იყენებს სიგნალიზაციისა და დაცვის სისტემებს; სპეციალიზირებულ და საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს. საზღვაო ტექნიკური საშუალებების მწარმოებლების მიერ მოწოდებულ ინსტრუქციებს, ელექტრულ სქემებს, ტექნიკურ ნახაზებსა და დიაგრამებს;
-
ახორციელებს გემის ენერგეტიკული დანადგარების ეფექტურ მართვას და ვახტის გაწევას, მუშა პარამეტრების კონტროლს, მთავარი/დამხმარე მექანიზმებისა და სისტემების ექსპლუატაციას და ტექნიკურ მომსახურებას; საინჟინრო პარამეტრების სინთეზს, კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, ტექნიკური საშუალებების ავარიულ, დროებით და პერმანენტულ შეკეთებას სათანადო ხელსაწყოების, ჩარხებისა და საზომი ინსტრუმენტების და სხვადასხვა საიზოლაციო მასალების გამოყენებით; ხანძრის ან ავარიის შემთხვევაში უსაფრთხოების და პირველადი სამედიცინო დახმარების გადაუდებელ ღონისძიებებს.
-
ცნობს საზღვაო სფეროში პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარებისთვის სწრაფვის აუცილებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების, პროფესიული ეთიკის ნორმების, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის პრინციპების გათვალისწინებით.
დასაქმების სფერო
STCW კონვენციისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გემის ინჟინერ-მექანიკოსის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და გემზე მუშაობის აღიარებული სტაჟის და სათანადო მომზადების საფუძველზე კურსდამთავრებულს (გემის ინჟინერ-მექანიკოსს) შეუძლია ეტაპობრივად მოიპოვოს საოკეანო-სავაჭრო გემის სამეთაურო შემადგენლობის გემის მექანიკოსის მორიგი წოდება და დაიკავოს თანამდებობა გემის სავახტო მექანიკოსიდან დაწყებული უფროსი მექანიკოსის ჩათვლით. გემის ინჟინერ-მექანიკოსი შეიძლება დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის გემებზე დამხმარე, ექსპლუატაციისა და მართვის დონეზე;
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საზღვაო ტრანსპორტის ან დარგის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში - საერთაშორისო სანაოსნო და საკრუინგო კომპანიები, გემთსარემონტო და სხვა სარემონტო საწარმოებში, საზღვაო ნავსადგურებში, მექანიკური საამქროები და სხვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1400101
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი საზღვაო ინჟინერიაში
პროფესია: გემის ინჟინერ-მექანიკოსი
პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი (ECTS)
პროგრამის ხელმძღვანელი: კახაბერ ხინთიბიძე, მოწვეული დარგის სპეციალისტი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა; მათემატიკა ან ფიზიკა
