ლოგისტიკა

ლოგისტიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი დარგია, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით მოთხოვნადია, ვინაიდან მომგებიანი გეოსტრატეგიული მდებარეობითა და საკვანძო როლით სატრანსპორტო დერეფან TRACECA-ში საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა უზრუნველყოს მაღალი დონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურება საკონტინენტთაშორისო სატრანსპორტო ნაკადებისთვის. შესაბამისად, კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მაღალია.

საქართველო პასუხობს მსოფლიო თანამეგობრობის მძლავრ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს, რაც საშუალებას აძლევს მას ითამაშოს გლობა- ლური სატრანზიტო ხიდის როლი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. გადაზიდვების და მისი თანმხლები მომსახურების განსახორციელებლად საბაზრო ეკონომიკამ დღის წესრიგში დააყენა უფრო მოქნილი და მოხერხებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება და ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტვირთნაკადების მართვას და ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებას, რამაც განაპირობა წინამდებარე პროგრამის აქტუალობა და საჭიროება.

პროგრამის მიზანი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მომზადდეს ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კურსდამთავრებული, რომელსაც:

ეცოდინება: ბიზნესის დაგეგმვის ეტაპები, ბიზნესის გარემოზე მოქმედი ფაქტორები, ლოგისტიკისა და სატრანსპორტო სერვისების რაციონალიზაციისა და ოპტიმიზაციის პრინციპები, მენეჯერული საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, ლოგისტიკური პროცესების ორგანიზებისა და მართვის კონცეფციები, მეთოდებისა და მეთოდოლოგიის, საქონლის (მომსახურების) მიწოდებათა ჯაჭვის როგორც ტექნიკურ-ტექნოლოგიური და ბიზნეს-ეკონომიკური ერთიანი ინტეგრირებული მექანიზმის, ნედლეულის წარმოშობიდან და წარმოებიდან საქონლის მომხმარებლამდე მიწოდების პროცესისთვის მისი გამოყენების თავისებურებები;

შეძლებს: აქტუალური ინფორმაციის ანალიზის, დარგობრივი კვლევის შედეგების და სამართლებრივი ნორმების დაცვით პრაქტიკულ გამოყენებას; ლოგისტიკური პროცესების დაგეგმვას და ოპერაციების რისკების შეფასებას, წერილობით და ზეპირად შესაბამისი დასკვნების ჩამოყალიბებას; პასუხისმგებლობით, ეთიკური ნორმების დაცვით დაგეგმოს და შეასრულოს პროფესიული და ორგანიზაციული საქმიანობა; ცვალებად სამუშაო გარემოში აუცილებელი ცოდნის და უნარების დამოუკიდებლად შეფასებას და განვითარებას.

 

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებული

  • განმარტავს ბიზნესის დაგეგმვის ეტაპებს, ბიზნესის გარემოზე მოქმედ ფაქტორებს და მიწოდების ჯაჭვის მართვის პროცესებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს;
  • იყენებს ინფორმაციის ანალიზს და დარგში კვლევის შედეგებს ბიზნესის სიტუაციების, ტრანსპორტირების, ექსპედირებისა და ლოგისტიკური პროცესის მართვაში;
  • იღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას კომპანიების ლოგისტიკისა და სატრანსპორტო სერვისების რაციონალიზაციისა და ოპტიმიზაციის პრინციპებისგათვალისწინებით;
  • შეიმუშავებს რეკომენდაციებს ტრანსპორტირების პროცესში მოსალოდნელი რისკების პრევენციის, პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის მიზნით;
  • გეგმავს ლოგისტიკურ ოპერაციებს რისკების შეფასების საფუძველზე, მართვის პრინციპების დაცვით, სამართლებრივი ნორმების და დაზღვევის პრინციპების შესაბამისად;
  • შეიმუშავებს სასაქონლო რეზერვების შექმნის და განაწილების ოპერატიულ გეგმას საპროგნოზო მაჩვენებლების შეფასების საფუძველზე;
  • იყენებს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების პროცესში;
  • ადგენს ფინანსურ გეგმას დამკვეთის ინტერესების და სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად;
  • მონაწილეობს ორგანიზაციის ფუნქციონალური სტრატეგიების (მარკეტინგულ, ფინანსურ, კორპორატიულ, კონკურენტულ, საკადრო) შემუშავებასა და განხორციელებაში;
  • ახორციელებს წერილობით და ზეპირ კომუნიკაციას ქართულ და ინგლისურ ენაზე, მათ შორის დარგობრივი ტერმინოლოგიის გამოყენებით;
  • ახდენს ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის, ლიდერობის, სამუშაოს შესრულების და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების უნარების დემონსტრირებას;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების საჭიროების შეფასების საფუძველზე ახდენს მათ დამოუკიდებლად სრულყოფას.

დასაქმების სფერო

წინამდებარე პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საჯარო და კერძო სექტორში, რომლებიც აწარმოებენ საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: მენეჯმენტის ბაკალავრი

პროგრამის მოცულობა: 180 კრედიტი (ECTS)

პროგრამის ხელმძღვანელები:

ქეთევან გოლეთიანი, პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი;
თენგიზ აფხაზავა, პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი;

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა ან/და ისტორია