სასწავლო კურსების არჩევა

აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი რეგისტრირდება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო კომპონენტებზე. ამავე დროს ის თავად ირჩევს მისთვის სასურველ არჩევით სასწავლო კურსებს; საბაკალავრო პროგრამის შემთხვევაში - დამატებითი პროგრამის კომპონენტებზე (თუ საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა ითვალისწინებს დამატებით პროგრამას).

აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში, ასევე სემესტრის დაწყებიდან მაქსიმუმ 01 კვირის ვადაში შესაძლებელია არჩევით სასწავლო კურს(ებ)ზე რეგისტრაციის გაუქმება და სხვა სასწავლო კურს(ებ)ის არჩევა.

სტუდენტმა შესაძლოა ვერ განახორციელოს არჩევანის შეცვლა შემდეგ შემთხვევებში: არჩეული სასწავლო კურსის წინაპირობების ვერ დაკმაყოფილება; თუ წელიწადში დატვირთვა გახდება 75 კრედიტზე მეტი; ამ სასწავლო კურსზე ყველა არსებულ სასწავლო ჯგუფში ვაკანტური ადგილების არარსებობა.