შეფასების სისტემა

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება ხდება 100-ქულიანი (max 100 ქულა) სისტემით. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შედგება სასწავლო კომპონენტებისგან, მათი შეფასება მოიცავს კომპონენტს - შუალედურ შეფასებას (max 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (max 40 ქულა), ორივე ფორმაში დადგენილია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მითითებულია პროგრამის კომპონენტების სილაბუსებში). დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასების) გამოყენებით. პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასება (ქულა) წარმოადგენს შუალედური და დასკვნითი შეფასებების ფორმებში მიღებული ქულების ჯამს (წილადის სახით მიღებული ქულა მთელ რიცხვამდე მრგვალდება დამრგვალების წესის შესაბამისად: 4 და ნაკლები - სიმცირისკენ, 5 და მეტი - მეტობისკენ). საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბნსუ-ში სტუდენტთა შეფასების 100-ქულიანი სისტემა უშვებს 5 დადებით და 2 უარყოფით შეფასებას.

 

Fx შეფასება ნიშნავს, რომ სტუდენტს მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით იმავე სემესტრში დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; Fx შეფასების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში ფორმდება შეფასება F (0 ქულა). შეფასება F ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას პროგრამის კომპონენტი ახლიდან აქვს შესასწავლი. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.