სტუდენტური სერვისების სამსახური

ბნსუ-ს სტუდენტური სერვისების სამსახური ხელს უწყოს ბნსუ-ს სტუდენტების, პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელების პროფორიენტაციას, რეალურ სამუშაო გარემოში მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-სრულ­ყო­ფის ხელშეწყობას, ბნსუ-ს კურსდამთავრებულთა დასაქმებას; ასევე, ბნსუ-ს სწავლების სუბიექტთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებასა და  ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში მათ ჩართულობას.  

სამსახური აქტიურად ჩართულია საგანმანათლებლო პროგრამის გარეთ არსებული აქტივობების ორგანიზებასა და დაფინანსებაში, მუდმივად ზრუნავს სპორტისა და კულტურის პოპულარიზაციაზე, სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, უზრუნველყოფს სტუდენტ-სპორტსმენთა მოზიდვასა და ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენას, მათ მონაწილეობას მსოფლიო და ეროვნულ უნივერსიადებში უნივერსიტეტის სახელით, ბნსუ-ს სტუდენტები არიან აჭარის რეგიონალური, სტუდენტური თეატრალური დასის წევრები. ბნსუ-ში ფუნქციონირებს ინტელექტუალური კლუბი "რა? სად? როდის?", სპორტული კლუბები (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი მაგიდის ჩოგბურთი, აღმოსავლური ორთაბრძოლები) და უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდი.

სტუდენტური სერვისების სამსახური პროფორიენტაციის მიმართულებით:

  • პროფესიის შერჩევის მიზნით კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს;
  • ხელს უწყობს საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურ შეფასებაში პოტენციურ სტუდენტებს, ბნსუ-ს სტუდენტებსა და  პროფესიულ სტუდენტებს;
  • ბნსუ-ში არსებული პროგრამების (უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სასერტიფიკატო პროგრამები), ამ პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობების, რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის, პროგრამის განხორციელების თავისებურებების, სწავლის საფასურის/დაფინანსების/ფინანსური შეღავათების/სტიპენდიების, სწავლის შედეგების, პრაქტიკის ობიექტების,  პარტნიორი ორგანიზაციებისა  და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ აწვდის ინფორმაციას ბნსუ-ში სწავლების მსურველებს. ასევე აცნობს მათ  ბნუს-ს  ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, დამხმარე სერვისებსა და  ექსტრაკურიკულურ აქტივობებს.
  • გეგმავს წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროფორიენტაციის ღონისძიებებს: ბნსუ-ში ღია კარის დღეს სკოლების მოსწავლეებისთვის, პროფორიენტაციის შეხვედრებს სკოლებში, სთავაზობს პროფორიენტაციისა და კარიერული განვითარების მიმართულებით ბნსუ-ში დაგეგმილ  მოკლევადიან კურსებს, პროგრამებსა და პროექტებს;
  • სამსახურის კომპეტენციის სფეროს შესაბამისად ატარებს  გამოკითხვებს დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლის მიზნით.

სტუდენტთა და  პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერისა და ექსტრაკურიკულური აქტივობების მიმართულებით:

  • ადგენს და ასაჯაროვებს საგანმანათლებლო და ექსტრაკურიკულურ აქტივობათა კალენდარს;
  • ხელ უწყობს სტუდენტთა, პროფესიულ სტუდენთა  საგანმანათლებლო, ხელშემწყობ და ექსტრაკურიკულურ აქტივობაში ჩართულობას;
  • მხარს უჭერს სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების და მსმენელების ინიციატივებს და ხელს უწყობს მათ შემეცნებით, შემოქმედებით და სპორტულ განვითარებას;
  • აყალიბებს გუნდებს/ კლუბებს სპორტისა და კულტურის სხვადასხვა სახეო­ბაში და ამზადებს შიდა საუნივერსიტეტო და სხვა შე­ჯი­ბრებებში მონაწილეობისთვის;
  • აორგანიზებს და აწყობს სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებს, ექსკურსია-ლაშქრობებს, ინტელექტუალურ თამაშებსა და შეჯიბრებებს;
  • ატარებს სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ფესტივალებს;
  • პოპულარიზაციას უწევს ბნსუ-ში ჯანსაღი ცხოვრების წესს;
  • სტუდენტთა, პროფესიულ სტუდენთა, მსმენელთა საჭიროებებისა და კმაყოფილების დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ატარებს გამოკითხვებს.